აღმაშენებლის ქუჩის №14 კორპუსის ბინების მცხოვრებლებლები უკვე მეხუთე წელია მეზობლებს ებრძვიან, რათა შენობის საერთო ეზოში შემოღობილი მონაკვეთები მოხსნან. შემონაღობი დანარჩენ მცხოვრებლებს უშლის ხელს და ასფალტირების სამუშაოებს აფერხებს.

აღმაშენებლოს ქუჩის №14 შენობის ბინების მაცხოვრებლების პრობლემის შესახებ JNEWS-მა არაერთხელ დაწერა, თუმცა საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება. სახლის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ პირველი სართულის ორმა მეზობელმა ტერიტორიულად გააფართოვა ბინის წინა მხარე და მონაკვეთები შემოღობა. ისინი ამბობენ, რომ ეს უკანანო ქმედება მათ ხელს უშლის. პირველი სართულის მაცხოვრებლები კი ამტკიცებენ, რომ ისინი მეზობლებს ხელს არ უშლიან. მათი მტკიცებით, მეზობლებს მათ მიმართ უბრალოდ მიკერძოებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. აღნიშნული კამათის შედეგად შენობის გარშემო მონაკვეთი ასფალტირების გარეშე დარჩა, რასაც გამომდინარე შედეგები (წყალი სარდაფებში და სინესტე) მოყვება.

“ჩვენ ყველა ვჩივით, მათ შორის მეც, ჩვენ ასფალტირებას არ დავუშვებთ, ვიდრე შემონაღობს არ მოხსნიან. შემოღობის გამო ბავშვები ქუჩას ვერ ხედავენ, მათ ეზოში ჩასვლა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, წვიმების შემდეგ წარმოიქმნება «ზღვა». ჩვენ სახლებში შემოსვლითი გზებით შევდივართ. სახლში შესასვლელად წრე რატომ უნდა ვარტყა? რა უფლებით წამოიწიეს წინ, ეს ხომ სახელმწიფო მიწაა. გასაჩივრებით დავიღალეთ. არჩევნებამდე უნანიანი დაგვპირდა, რომ სამ დღეში ამ საკითხს მოაგვარებდნენ. გვეუბნებიან სასამარლოს მიმართეთო. ჩვენ სასამართლოსა და ადვოკატისათვის თანხა არ გვაქვს. ეს სახელმწიფო საქმეა”,- ჩივის ბალასან გრიგორიანი.

ბალასან გრიგორიანის თქმით, მეზობლებმა, რომლებსაც უჩივიან, პირიქით შემონაღობის გამაგრება დაიწყეს, და ამან უფრო გააბრაზა ისინი.

ჰერიკნაზ ნახატაკიანი ამბობს, რომ ავტოფარეხი, რომელიც მის მეზობელმა, სამველ პილოიანმა, ეზოში მისი ფანჯრის ქვეშ ააშენა, მას ხელს უშლის.

“წვიმის წყლებს გასასვლელი ადგილი არ რჩება, გარდა ამისა, ამ ადამიანს, როცა მოუნდება, ხმაურით შედის და გადის. ავტოფარეხი ჩემი ფანჯრის ქვეშ არის, ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ, ხოლო მე მეორე სართულზე ვარ, ღამე ვერ ვიძინებ. რატომ მოხსნეს შემონაღობი სხვა მაცხოვრებლებმა, და ამ ორს არ სურს, და ვერავინ ვერ აიძულებს? პილოიანი ამბობს, რომ მას გავლენიანი ადამიანი ჰყავს. სანამ ეს ორი შემოღობილობას არ მოხსნის, ასფალტირებას რა დავუშვებთ. რატომ ხდება, რომ კანონი ეხება ერთს, ხოლო დანარჩენებს არა”,- ამბობს ჰერიკნაკ ნახატაკიანი.

ალინა პოღოსიანი, რომელიც ამავე ბინის პირველი სართულის სხვა მაცხოვრებელია, ყვება, რომ 2018 წელს როდესაც ხელისუფლებას ეზოების ასფალტირება უნდა დაეწყო, მათ აიძულეს მოეხსნათ შემონაღობი. რატომ უნდა მოეხსნათ მათ, ხოლო სხვებს უნდა დაეტოვათ?

“2018 წელს გვითხრეს, რომ 20 აპრილამდე შემონაღობები უნდა მოგვეხსნა, თორემ 2000 ლარის ჯარიმას დაგვიწესებდნენ, ჩვენ მოვხსენით, მათ ბარდიურები გააკეთეს და მორჩა”,- ამბობს ალინა პოღოსიანი.

პირველი სართულის ერთ-ერთი მცხოვრები რიტა ბურნუსუზიანი, რომელსაც მეზობლები უჩივიან, ამბობს, რომ მეზობლები თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ასფალტირების გაკეთება მათ არ დაუშვეს.

“მათ მშენებლებს ასფალტის დაგების საშუალება არ მისცეს, ამიტომ წყალი სარდაფებში შეიწოვება. მე ეს სახლი ასეთ მდგომარეობაში ვიყიდე. გაყიდული მონაკვეთების დოკუმენტები გვაჩვენონ, ისინი ცეცხლფარეხიდან ამოყიდეს ყველაფერი, იქ მხოლოდ შიშველი კედლები დარჩა. შემოღობილობა ხელს არავის უშლის, უბრალოდ სიბრაზისგან აკეთებენ ამას. არაფერსაც არ მოვხსნი”,- ამბობს რიტა ბურნუსუზიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული პრობლემის შესახებ იციან, და რამდენიმე დღის წინ მათ რომელიღაცა მცხოვრებმა კვლავ მიმართა.

მერის, იურიკ უნანიანის თქმით, საკუთარი თავის დახმარება თვითონვე არ სურთ, რადგან კორპუსის გარშემო მონაკვეთი მისი მაცხოვრებლების საერთო საკუთრებაა.

“ასფალტირების პროექტი შედგენილია. ეზო კორპუსის მაცხოვრებლების საერთო საკუთრებაა. თუკი ვინმეს ამ ტერიტორიაზე მონაკვეთის გამოყენება სურს, მან ყველა დანარჩენის თანხმობა უნდა მიიღოს. მე მათ ვუთხარი შეექმნათ მცხოვრებლების საბჭო, აერჩიათ თავმჯდომარე, რათა სასამართლოში მიემართად. შემოღობილობის მოხსნა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მე მათ ვერ ვეტყვი მოხსენითთქო, ამისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მათ უნდა ჩაატარონ სხდომა, აირჩიონ თავმჯდომარე, რათა მან სასამართლოს მოსახლეობის მხრიდან მიმართოს. ეს ტერიტორია ბინის მაცხოვრებლების საერთო კუთვნიელბაა»,- თქვა იურიკ უნანიანმა.

ჯერჯერობით მაცხოვრებლები მხოლოდ ჩივიან, თუმცა არავითარ ზომებს არ ღებულობენ, რასაც ხსნიან იმით, რომ მათ სასამართლოში მიმართვისათვის სახსრები არ გააჩნიათ. ამავე დროს ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მათ მეზობლებისათვის შემონაღობის მოხსნის იძულების უფლება არ აქვთ. გაურკვეველია, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება №14 კორპუსის მეზობლების დაპირისპირება.

14 агмашенебели