ახალქალაქის მერიის ახალი პროექტი, რომელიც ქალაქში ახალი საგზაო ნიშნებისა და რეგულაციების დამონტაჟებას ითვალისწინებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ახალი მიზეზი გახდა. ზოგიერთ ქუჩაზე ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულმა მფლობელებმა ცვლილებების შეტანის მიზნით მერიას წერილით მიმართეს. ხოლო ნალბანდიანის ქუჩის მაცხოვრებლებს სურთ, რომ პროექტი უცვლელი დარჩეს.
Jnews-ის სტატიას საგზაო მოძრაობისა და ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟების შესახებ ნალბანდიანის ქუჩის მაცხოვრებლები გამოეხმაურნენ. მათ სურთ, რომ აღნიშნული პროექტი ცვლილებების გარეშე დარჩეს ან “ამკრძალავი” საგზაო ნიშნები დაემატოს. ნალბანდიანის ქუჩის მაცხოვრებლები ჩივიან.
“ჭავჭავაძის მონაკვეთიდან ჩარენცისა და ნალბანდიანის ქუჩებამდე, ცენტრალურ აფთქიათან ახლოს, გზა საშინლად ვიწროა. როდესაც მანქანები ორივე მხარეს ჩერდებიან, რჩება მხოლოდ ერთი ზოლი ერთი მანქანისათვის. შემხვედრი მანქანა როდესაც მოდის, არცერთი მხარე არ უთმობს, იწყება კამათი, ორივე მხარე ხმოვან სიგნალს რთავს, ყვირის და ჩხუბობს. ამ ქუჩის მონაკვეთის მცხოვრებლები, ვურჩევთ და ვითხოვთ, რომ მოძრაობა ამ ქუჩაზე იყოს ცალმხრივი, რათა დამონტაჟებული იყოს საგზაო ნიშანი “ხმოვანი სიგნალის გამოყენება აკრძალულია”, “ჩართული ძრავით პარკინგი აკრძალულია”. ნალბანდიანის 51 მისამართზე 11 ავტოფარეხია, ხალხი იქ ჩერდება, დაამონტაჟონ ნიშანი “გაჩერება აკრძალულია”,- ამბობს ამ ქუჩის მცხოვრები.
მათი საჩივარი ეფუძვნება იმ ფაქტს, რომ დღის განმავლობაში ხმაურის გარდა, მათ საღამოსაც არ აქვთ მოსვენება, რადგან ღამე აფთიაქში მოდიან, ხალხის ფანჯრებთან ჩერდებიან, ძრავას არ თიშავენ, ან ხმამაღალ მუსიკას რთავენ.
მოსახლეობის თქმით, მსგავსი გზები და საგზაო ნიშნები არც სახელმწიფო, არც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
როგორც მერიიდან Jnews-ს შეატყობინეს, დღემდე პროექტში არავითარი ცვლილება შეტანილი არ იყო. პროექტი ისევ ისეა, როგორც თავდაპირველად იყო წარდგენილი. რომელიღაცა განაცხადის საფუძველზე ცვლილება არ ყოფილა შეტანილი.
საგზაო ნიშნების შეცვლა და ახალი ნიშნების დამატება ბევრ ბიზნესმენსა და ქალაქის მცხოვრების საჩივრის შეტანამ აიძულა. მაგალითად, ზოგიერთი აფთიაქის მფლობელმა განაცხადი პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეიტანა, მოსახლეობას სურს, რომ საგზაო ნიშნები რაც შეიძლება მალე დამონტაჟდეს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მერიამ ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება დაიწყო. სამუშაოების განხორციელების ტენდერი 34 600 ლარით “არშაკ ამოიანმა” მოიგო. ტენდერ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ: “გზაჯვარედინი”, შპს “ელიტ ტექნოლოჯი”, შპს “ბემ” და “არშაკ ამოიან”. სამუშაოს დასრულების ბოლო ვადა 2020 წლის 8 სექტემბერია.
ახალი საგზაო ნიშნები ქალაქში, ახალი მოძრაობა და ახალი პრობლემები
წელს ახალქალაქში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება და კამერებიც იმუშავებს