გუშინ, ახალქალაქში «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» ხელმძღვანელობამ ნინოწმინდისა და ახალქალაქის აქტივისტებთან შეხვედრა გმართა.

შეხვედრა 16:00 საათზე, კაფე “გოლდის” ეზოში ჩატარდა. ჯავახეთის აქტივისტებთან შესახვედრად ჩამოვიდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან მოურავი, პარტიის გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის მდივანის მოადგილე ირმა ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსის” პარტიის ხელმძღვანელი პარლამენტში გიორგი ლომია და პარტიის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას ახალქალაქისა და ნინოწმინდის პარტიების დაახლოებით 150 აქტივისტი დაესწრო.

«საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» პარტიიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სამველ პეტროსიანი სტუმრებს მიესალმა და ჯავახეთის გზებთან დაკავშირებული შეკითხვა დასვა, კერძოდ ახალქალაქის-ნინოწმინდის გზა, რომლის აშენებასაც, მისი თქმით, 2016 წლიდან იპირებიან, თუმცა კვლავ ვერ დაასრულეს.

«თითოეულმა მოქალაქე ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა იფიქროს. ახალქალქის ბევრი პოლიტიკური მოღვაწე სახელმწიფოს სახელით მოსახლეობას ჰპირდება, და როდესაც ეს დაპირებები არ სრულდება, სახელმწიფოს ავტორიტეტი ეცემა, და ყველა იწყებს სახელმწიფოს ლანძღვას, ჩვენ ეს არ გვინდა»,- თქვა სამველ პეტროსიანმა.

საპასუხოდ, დავით მოურავმა განაცხადა, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში გზებს ააშენებენ.

«დიდი ხანია ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ყველა ყველას რაღაცას ჰპირდება, შემდეგ სახელმწიფოს შესაცვლელად არაფერს აკეთებს, და ამის შეცვლისათვის, ხელისუფლებაში მისვლაა საჭირო. გზა-რთული საკითხი არ არის, მაგრამ მისი აშენებისათვის საკმარისი არ არის, რომ სამველა (იგულისხმება სამველ პეტროსიანი) დეპუტატი გახდეს, გზის აშენებისათვის, არჩევნების მოგებაა საჭირო. მაშინ კი იქნება გზა»,- თქვა დავით მოურავმა.

პარტიის აქტივისტმა სიმონ მანანიანმა საკრედიტო გადასახადების გადავადების საკითხი აღძრა, რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო შეღავათების საკითხი, რომელიც სახელმწიფომ სოფლის მოსახლეობას გამოუყო, მაგრამ ამით სარგებლობა ბევრს არ შეუძლია. აქტივისტმა პარლამენტთან ამ საკითხების წარდგენა სთხოვა.

პარტიის წარმომადგენელმა კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: «საკითხის აღძვრა შეგვიძლია, მაგრამ ისინი თავიდანვე არ ამბობდნენ, რომ გადავადება უპროცენტო იქნებოდა, მხოლოდ გადავადებაზე საუბრობდნენ. მე ვერაფერს დაგპირდებით, ბანკები კერძო ორგანიზაციებია»,- თქვა დავით მოურავმა.

სოფელ დადეშის აქტივისტი ჩიოდა, რომ სოფელ დადეშში ბუნებრივი აირის გაყვანას დაპირდნენ, მაგრამ ის დღემდე გაყვანილი არ არის.

შეხვედრის დამსწრეებმა ასევე ახალქალაქის საკრებულოში გასული არჩევნების ფალსიფიკაციის საკითხი აღძრეს და სხვა არსებული პრობლემების შესახებაც ისაუბრეს.

alyans2