2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდი 7 ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებას 9 366 102 ლარით გეგმავს, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების ფონდი- 2 სამუშაოს 1 213 551 ლარით ჩაატარებს.

შესაბამისად, რეგიონალური განვითარების ფონდი და მაღალმთიანი რეგიონების ფონდი 2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 7 და 2 ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებას გეგმავენ. ამ სამუშაოთაგან 6- გზების ასფალტირებას, 1- ახალი ხიდის მშენებლობას, 1- საბავშვო ბაღის მშენებლობას და 1- სასმელი წყლის სისტემის გამართვას ეხება.

რეგიონალური ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები:

​​​​​​​1.ხანდო-ვარევანი გზის 1800მ სიგრძის მონაკვეთის ასფალტირება სოფელ ხანდოდან სოფელ ვარევანის სკოლამდე, სამუშაოების საერთო თანხა 1 200 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 1 140 000 ლარს რეგიონალური ფონდი, ხოლო 60 000 ლარს- ადგილობრივი ბიუჯეტი გამოყოფს.

2.ხულგუმო-კულიკამი-კარტიკამი გზის ასფალტირება, კარტიკამი-კულიკამის 1200მ სიგრძის მონაკვეთზე, სამუშაოების საერთო თანხა 1 000 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 950 000 ლარს რეგიონალური ფონდი გამოყოფს, 50 000- ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

3.დილისკა-ჩუნჩხის გზის 1100 მ სიგრძის მონაკვეთის ასფალტირება. სამუშაოების საერთო თანხა 1 000 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 950 000 ლარი- რეგიონალური ფონდის წილია, ხოლო 50 000 ლარი- ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ გამოიყოფა.

4.ალათუმანი-ბეჟანო გზის 2880მ სიგრძის მონაკვეთის ასფალტირება, სამუშაოების საერთო თანხა 1 886 102 ლარს შეადგენს, რომელთაგან 1 791 797 ლარს გამოყოფს რეგიონალური ფონდი, ხოლო 94 305 ლარს- ადგილობრივი ბიუჯეტი.

5.ლომატურცხი-აზავრეთი გზის 2000მ სიგრძის მონაკვეთის ასფალტირება, სამუშაოების საერთო თანხა 1 680 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 1 596 000 ლარს გამოყოფს რეგიონალური ფონდი, ხოლო 84 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

6.სოფელ მურჯახეთში ახალი ხიდის მშენებლობა, სამუშაოების საერთო თანხა 60 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 570 000 ლარს გამოყოფს რეგიონალური ფონდი, ხოლო 30 000 ლარს- ადგილობრივი ბიუჯეტი.

7.ვაჩიანიდან ქარცეფამდე 3000მ სიგრძის გზის ასფალტირება, სამუშაოების საერთო თანხა 2 000 000 ლარს შეადგენს, რომელთაგან 1 900 000 ლარს გამოყოფს რეგიონალური ფონდი, ხოლო 100 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ იქნება გამოყოფილი.

ამ სამუშაოების საერთო თანხა 9 366 102 ლარს შეადგენს. შვიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოდან მზად არის მხოლოდ ალათუმანი-ბეჟანოს გზის მონაკვეთის სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ლომატურცხი-აზავრეთის გზის მონაკვეთის სამუშაოების პროექტის შეკვეთა ჯერ არ გაკეთებულა, ხოლო სხვა სამუშაოების ტენდერი მზადების პროცესშია.

მაღალმთიანი ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2021 წელს ორი ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას გეგმავს:

1. სოფელ კარწახში, 411 342 ლარის ღირებულების, სასმელი წყლის მშენებლობა;

2. სოფელ გოგაშენში, 802 209 ლარი ღირებულების, საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამ ორი სამუშაოს საერთო თანხა 1 213 551 ლარს შეადგენს.

სოფელ კარწახში სასმელი წყლის წყალგაყვანილობის სისტემის სიგრძე 800 მეტრს შეადგენს. საერთო თანხიდან- 411 342 ლარიდან, 390 775 ლარს მაღალმთიანი ფონდი აფინანსებს, ხოლო 20 567 ლარს- ადგილობრივი ბიუჯეტი.

სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობის საერთო თანხიდან- 411 342 ლარიდან, 390 775 ლარი- მაღალმთიანი ფონდის ნაწილია, ხოლო 20 567 ლარი- ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილი. აღნიშნული ორი სამუშაოს პროექტი მზად არის.

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მაგდა ამირშადიანის თქმით, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, თუ განხორციელდება აღნიშნული სამუშაოები- უბრალოდ ფონდები მუნიციპალიტეტისგან სამუშაოს შეთავაზებას ითხოვენ, რომლებსაც საკმარისი სახსრების არსებობის შემთხვევაში განახორციელებენ.

“უბრალოდ მათ სურთ, რომ სამუშაოები, რომლებიც გვინდა რომ მათ შეასრულონ, გეგმის სახით გავუგზავნოთ. გაკეთდება თუ არა- ჩვენ ჯერ არ ვიცით, ჩვენ ვთავაზობთ. სახელმწიფო კი წყვეტს”,- თქვა მაგდა ამირშადიანმა.

მაგდა ამირშადიანის თქმით, აღნიშნული 9 სამუშაოს პროექტი აგვისტოს ბოლომდე მზად იქნება. აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი და რეგიონალური ფონდების პროექტებში ადგილობრივი ბიუჯეტის წილი, სულ მცირე, 5%-ს შეადგენს.