ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები გრძელდება, სადაც ტროტუარების კეთილმოწყობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე საძირკველის მონტაჟი მიმდინარეობს.

კომპანია “ჯავახ ავტო გზის” მუშებმა, რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ტროტუარების კეთილმოწყობა. მათი სიგანე დაახლოებით 2.5 მეტრს შეადგენს და თითქმის 2 კილომეტრის სიგრძისაა. ამჟამად, საძირკველის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტის საფარს დააგებენ.

როგორც “ჯავახ ავტო გზის” წარმომადგენლები აცხადებენ, ძირითადი სამუშაოები შესრილებულია, დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის დაგება.

1

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  19 038 910 ლარის ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა: “არალი”, “ბლექსი გრუპი”, “მამისონი” და “საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1”. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1”-მა მოიგო 14 749 992,92 ლარით. ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 10 ივლისს და 2020 წლის 12 აგვისტომდე აქვს ვადა.

თუმცა რეკონსტრუქციას საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს, ის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორია.