ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ მაცხოვრებელმა, რომლებიც თვითიზოლირებაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე დასკვნით ტესტში უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (CPH) დირექტორის, ავიტიკ ტონაკანიანის თქმით, სამ მაცხოვრებელს, რომლებიც თვითიზოლირებულები იყვნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ავეტიკ ტონაკანიანმა ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ახალქალაქის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე კორონავირუსითაა დაავადებული. ამრიგად, როგორც ის აცხადებს, ამ დროისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

სამიდან ორი ადამიანი, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახალციხის კლასტერთან ასოცირდება. ორი ადამიანისთვის თვითიზოლაციის ვადა ამოიწურა 24 სექტემბერს, მესამე პირის თვითიზოლაციის ვადა კი 23 სექტემბერს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სომხეთიდან ჩამოსული ერთი ადამიანი დაესწრო პანაშვიდს, რის შემდეგაც, სომხეთში დაბრუნებისას, ცნობილი გახდა, რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. შესაბამისად, 100-მა ადამიანმა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსის ტესტი გაიარა.