ქალაქ ახალქალაქში, №3 საბავშვო ბაღთან არსებული სკვერის კეთილმოწყობის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. შეთავაზებები მიიღება 26-დან 29 ივლისამდე. ტენდერი გამოცხადდა 262 120 ლარის ოდენობით.
როგორც Jnews-თან სატელეფონო საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა განმარტა, პირობების შეცვლის შემდეგ ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
„კომპანიების მიმართ ჩვენს მოთხოვნებში ძალიან დიდი გამოცდილება იყო, ვფიქრობდით, რომ ჩვენს კომპანიებს ასეთი გამოცდილება არ ექნებოდათ და ახალ მოთხოვნებში შევამცირეთ“, – კომენტარი გააკეთა მან.
აღსანიშნავია, რომ წელს იგეგმება ახალქალაქში 5 სკვერის მშენებლობა – სკვერი №3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ, სკვერი ქალაქის შესასვლელთან შოთა რუსთაველის ძეგლთან, სკვერი ვ.სარქისიანის ქუჩაზე, სკვერი ყოფილ №15 სამხედრო ქალაქში და სკვერი №5 საჯარო სკოლასთან.