«100 საინიციატივო შეთავაზება ბიზნესისათვის» სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა 8 სახელმწიფო ობიექტი, რაც ძირითადად ახალქალაქის არასასოფლო სამეურნეო მიწებია. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველი არ გამოჩენილა, იმავე ობიექტებზე აუქციონი გაზრდილი ფასებით ისევ გამოცხადდა, აქვე ორი ნაკვეთიც დაემატა.
8 ობიექტი, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოიტანა აუქციონზე, ნოემბრის ბოლოსათვის ვერ გაიყიდა. ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებია. დღეს აუქციონზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 10 ნაკვეთია წარმოდგენილი, ერთერთი მათგანი ქირავდება, ერთი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო დანარჩენი 8 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებია.
აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთების საიტი https://www.eauction.ge/:
სოფელი ლომატურცხი — მიწის ნაკვეთი ფართობით 10 472კვ.მ — აუქციონის საწყისი ფასი 59 500 ლარი, ახალი ფასი — 60 000 ლარი;
სოფელი არაგვა — მიწის ნაკვეთი ფართობით 122 618კვ.მ — აუქციონის პირველადი ფასი- 409 500 ლარი, ახალი ფასი — 410 000 ლარი;
ახალქალაქი — მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ფართობი 10 380კვ.მ — აუქციონის პირველადი საწყისი ფასი 280 000 ლარი, ახალი ფასი — 275 920 ლარი;
სოფელი ვაჩიანი- მიწის ნაკვეთი ორ შენობასთან ერთად, 15 905კვ.მ ფართობი — აუქციონის საწყისი ფასი- 57 800 ლარი, ახალი ფასი- 58 000 ლარი;
სოფელი გოგაშენი- მიწის ნაკვეთი ფართობით 25 056კვ.მ, აუქციონის პირველადი ფასი- 62 640 ლარი, ახალი ფასი- 63 000 ლარი;
სოფელი აფნია- მიწის ნაკვეთი ფართობით 29 110კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი- 87 330 ლარი, ახალი ფასი- 88 000 ლარი;
სოფელი კარწახი- სასტუმრო კომპლექსი ფართობით 127 558კვ.მ, აუქციონის პირველადი ფასი- 355 800 ლარი, ახალი ფასი- 356 000 ლარი;
სოფელი კარწახი- მიწის ნაკვეთი, 93 040კვ.მ ფართობი- აუქციონის პირველადი ფასი- 372 160 ლარი, ახალი ფასი- 373 000 ლარი;
სოფელ პტენაში ქირავდება 4433კვ.მ ფართობის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, პირველადი ფასი 266 ლარი;
სოფელ კულიკამში იყიდება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა « ერკარ არდერ », პირველადი ფასი 4500 ლარი. ამ აუქციონის ვადა ამოიწურება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს.
დანარჩენი აუქციონების ვადა ამოიწურება 2020 წლის 8 იანვარს.