საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს ხელისუფლების კანცელარიის ერთობლივი ბრძანების თანახმად, დღეიდან, ახალქალაქის მერია და საკრებულო კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
დღეს, 1-ლ ივნისს ახალქაალქის მერიამ და საკრებულომ ოფიციალური წერილი მიიღეს მასზედ, რომ დღევანდელი დღიდან კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩვეულ რეჟიმს გასული კვირიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ, თანდათანობით დაუბრუნდნენ. თუმცა, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანო სრულ ჩვეულ რეჟიმზე ჯერ არ იყო გადასული. ჩვეულ რეჟიმზე სრულად გადასვლა დღეს უნდა მომხდარიყო.
ახალქალაქის მერიაში ჯერჯერობით ნახევრადდისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ.
«თანამშრომლების 20-25% შესვენებამდე მუდმივად დადის და საკუთარ სამუშაოს უკეთებს ორგანიზებას, შემდეგ კი სახლიდან მუშაობს. ხოლო დანარჩენი მომუშავეები დალაგებული პრინციპით სახლიდან მუშაობენ. ის მუშაკები, რომელთა ყოფნა მერიის უწყვეტი მუშაობისათვის არის აუცილებელი, მუდმივად სამსახურში არიან. ჩვენ ბევრი თანამშრომელი გვყავს, მეტი სიფრთხილისათვის ჩვეულ რეჟიმს მაშინვე არ დავუბრუნდით. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი იყო»,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.
საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ რიცხვამდე იმუშავებენ ამ რეჟიმით.
«საკრებულოს მუშაობა შეჩერებული არ არის, უბრალოდ ყველა თანამშრომელი არ ივლის ყოველ დღე, იქნებიან მორიგეები, დანარჩენები იმუშავებენ ონლაინ»,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.