დღესდღეობით ახალქალაქსა და ვარძიაში 4-მა სასტუმრომ მიიღო დადებითი პასუხი. ამ სასრუმროებმა სამუშაოს განახლების ხელმეორე განაცხადი შეავსეს.

25 ივნისის მონაცემებით სამუშაოს განახლების თანხმობა საქართველოს მასშტაბით 202 სასტუმრომ მიიღო, მათ შორის 28 სამცხე-ჯავახეთიდან არის.

ამ კვირაში, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის მხრიდან, ახალქალაქის კიდევ ორმა სასტუმრომ მიიღო დადებითი პასუხი. 16-17 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ ახალქალაქსა და ვარძიაში ორი სასტუმრო შეამოწმა და მუშაობის ნება დართო. საერთო ჯამში, ამჟამად ახალქალაქში ოთხი სასტუმრო მუშაობს.

მოწმდებოდა მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც სამუშაოს განახლების ხელმეორე განაცხადი შეავსეს.

ახალქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის თქმით, პირველი შემოწმების შემდეგ მან ყველაფერი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გააკეთა, რის შემდეგაც კომისიამ მისი სასტუმრო ხელმეორედ შეამოწმა და დადებითი პასუხი მისცა. როგორც კომისიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, შემოწმება გრძელდება.

მუშაობის განახლებაზე თანხმობის მისაღებად, სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კომისიაში შემოწმება უნდა გაიარონ. ამისთვის საჭიროა, თითოეული მფლობელი სამინისტროს გვერდზე დარეგისტრირდეს და განაცხადი შეავსოს.

რეგისტრაციის ინსტრუქცია
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან დახურული ტიპის რესტორნების, კაფეების და ბარების საქმიანობა განახლდა, მუშაობა სასტუმროებისთვისაც არის ნებადართული, თუმცა სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისიის მხრიდან აუცილებელი თანხმობა უნდა მიიღონ. რესტორნებს ვადამდელი ნებართვა არ ესაჭიროებათ, თუმცა ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც რეკომენდაციებში არის მითითებული.