გასული წლის ზაფხულიდან მადათაფას ტბა წვიმის ნაკლებობის გამო შრება. ახლა ტბის დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ არა საკმარისად. იმისთვის, რომ წყლის დონე შევინარჩუნოთ, კაშხლის აშენებაა საჭირო.
ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში დაცული ტერიტორიების სააგენტომ JNEWS-ს განუცხადა:
„წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ადათაფას ტბაზე წყლის მარეგულირებელი კაშხლის მშენებლობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიიღო. მშენებლობაზე ტენდერი 2023 წელს გამოცხადდება“.
თუმცა მადათაფას ტბის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა, ამიტომ ისევ სააგენტოს მივმართეთ.
„გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მადათაფას ტბაზე წყლის მარეგულირებელი კაშხლის მშენებლობის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია შეიძინა, რომელიც ეროვნულ ბიუროს შესაბამისი ექსპერტიზებისთვის უკვე წარედგინა. დასკვნის მიღების შემდეგ სამუშაოს ღირებულება დადგინდება და ელექტრონული ტენდერიც გამოცხადდება. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.”
ჯერ კიდევ 2019 წელს ტბის სანაპიროზე იდუმალი მიწისქვეშა ხვრელები აღმოაჩინეს. ტბის წყალი სწორედ აქედან მიედინებოდა, თუმცა სად, ცნობილი არ იყო. ამოცანის ამოხსნა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ 3-4 ხვრელი დააფიქსირეს, მოსახლეობის თქმით კი შესაძლოა წყლის ფენის ქვეშ კიდევ იყოს ხვრელები. მისი გაშრობის სავარაუდო მიზეზიც შეიძლება ეს ხვრელები იყოს.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტომ მადათაფას ტბის კვლევები 2023-24 წლებისთვის დაგეგმა (მიმდინარე სამეცნიერო კვლევები ტარდება 5-10 წლის ინტერვალით).
ახლა ტბაზე კვერცხისდები სეზონია – ფრინველთა დაახლოებით 40 პროცენტი კვერცხებს მადათაფას კუნძულზე დებს. აგვისტოში დედა ფრინველები მინდვრებიდან და კუნძულიდან თავიანთ წიწილებს ტბაზე ასხამენ.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
მადათაფა შრება: ტბა მომავალ წელს შეისწავლება
მადატაფას ტბაზე ფრინველებისთვის კვერცხის დადების სეზონი იწყება
მომავალ წელს მადატაფას ტბის სანაპიროზე კაშხალი აშენდება