ჯავახეთში ამ დრომდე აქტუალურია ენობრივი ბარიერი, რომელიც ზოგჯერ სპეციალისტების უკმარისობით იწყება. მაგრამ ბოლო დროს, აქტუალურია ბილინგვური განათლების მეთოდი, რომელსაც ეფექტიანი მუშაობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების გარკვეულ საშუალებამდე მიგვიყვანს.
ბილინგვური სასწავლო პროგრამა არის დაწყებითი სკოლის საგნის პედაგოგის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც კარგად ფლობს I-IV კლასების პროგრამას მშობლიურ ენაში (სომხური, აზერბაიჯანული), ქართულ ენას კი მეორე ენის რანგში, ასევე მათემატიკას, სხვა ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებს.
ამ პროფესიის არჩევისა და შესწავლით კურსდამთავრებულები იძენენ სპეციალურ სტრატეგიას, ტექნიკას, მეთოდებს, სასწავლო პროცესში ინტეგრირებული ენისა და საგნობრივი მიდგომის სწორად გამოყენება, რაც დამახასიათებელია მრავალენოვანი განათლების სფეროსთვის.
სწავლების პროცესში ფორმირდება ლიბერალური მსოფლმხედველობა, ეროვნული და საერთო საკაცობრიო ღირებულებები, ასევე, ინტელექტუალური, მორალური და კულტურული შესაძლებლობები.
სტუდენტი, რომელიც ამ სპეციალობით სწავლობს, მუშაობას შეძლებს არა მხოლოდ არაქართულ საჯარო და კერძო სკოლებში, არამედ განათლების საჯარო და არასახელმწიფო სექტორშიც.
Jnews-ი თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტს გაესაუბრა, რომელიც ბილინგვურ განათლებაზე სპეციალიზდება. ის, თავი მხრივ აღნიშნავს, რომ პროფესია საჭიროებს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, განსაკუთრებით არაქართული მოსახლეობის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
“მიმაჩნია, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებელი განსაკუთრებული პროფესიაა, ეს ყოველდღიური შრომაა. დასაწყისში ბევრ პრობლემას წავაწყდი. მაგრამ მივხვდი, რომ სკოლა არა მხოლოდ ბავშვებია, რომლებთან მუშაობაც მიყვარს, არამედ ეს კოლოსალური სამუშაოა (მომზადება, კლასში დისციპლინის ჩამოყალიბება, სხვადასხვა ბავშვების განვითარება, მუშაობა ისეთ ბავშვებთან, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ”, – ამბობს იგი.
ჩვენს კითხვაზე, რატომ აირჩია ეს პროფესია და სწავლის დასრულების შემდეგ სურს თუ არა რეგიონში დაბრუნება, გვიპასუხა:
“უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ იქ, სადაც მე ვცხოვრობ, იმ სკოლაში არ ჰყავთ დაწყებითი კლასების სპეციალისტები, რაც ძალიან მტკივნეული ფაქტია. სწავლის დასრულებისთანავე საკუთარ მოვალეობად მივიჩნევ დაბრუნდე სამშობლოში, გამოვიყენო ჩემი ცოდნა და სწავლების ახალი მეთოდები”.
სოფია, რომელიც ასევე ბილინგვურ განათლებაზე სპეციალიზდება, მთელ რიგ პრობლემებს გამოყოფს, რასაც თავად შეეჯახა პროფესიის არჩევისას.
“როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სხვადასხვა საგნებს შევისწავლიდით, მაგრამ გაკვეთილები მხოლოდ სომხურ ენაზე იყო, იმიტომ, რომ მასწავლებლების უმეტესობამ ქართული ენა არ იცოდნენ. მოსწავლეების მხრიდანაც არ იყო ამის მოთხოვნილება, იმიტომ, რომ იმ ასაკში ვერ ვაანალიზებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა”.
მისივე თქმით, გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ ბილინგვური გაკვეთილები ჩატარდება. სოფიას აზრით, ჯავახეთის რეგიონში მაღალია მოთხოვნა იმ სპეციალისტებზე, რომლებსაც გაკვეთილის ორ ენაზე ჩატარება შეუძლიათ.
ლიდა ალმასიანი