რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართელოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორდება და სახმელეთო საზღვარი “ყაზბეგი-ზემო ლარსი” აგვისტოს თვეში გაიხსნება.
„ჩვენ ვესაუბრებით რუსეთის მხარეს. საზღვრების გახსნა რუსეთში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პირდაპირ უკავშირდება. კარგი იქნებოდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვარი 2020 წლის აგვისტოში, ზაფხულის ბოლოს გაგვეხსნა“,- შაბათს ТАСС-თან საუბარში განაცხადა აბაშიძემ.
“ყაზბეგი-ზემო ლარსი” საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადეთი მოქმედი გამტარი პუნქტია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 16 მარტს დაიკეტა.
რაც შეეხება ავიომიმოსვლას, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, სხვა მიზეზის გამო არის შეჩერებული, აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე აღდგენისათვის არის მზად, მაშინვე როგორც კი ამის საშუალებას არსებული ვითარება მოგვცემს.
„მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ქართული მხარე მზად იყო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად. როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული ხმარე მზად იქნება დაიწყოს პირდაპირი რეისები რუსეთში. მაგრამ პასუხი დამოკიდებულია რუსეთის გადაწყვეტილებაზე და ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა აბაშიძემ.
ავიამიმოსვლა გასული წლის ზაფხულში, რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. ეს გადაწყვეტილება თბილისში საპროტესტო აქციებისა და ანტირუსული ლოზუნგების შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი დაძაბულობის გამო იქნა მიღებული. აპრილში, რუსეთის სსს-ს თავმჯდომერემ სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება იქნეს მოგვარებული.