როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ახალქალაქში გავრცელებულია სეზონური ვირუსები. სეზონური ვირუსების გავრცელება ოქტომბრის დასაწყისიდან იწყება და მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, რაც ასევე კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.

ჩვენს მუნიციპალიტეტში გავრცელებული ვირუსების შესახებ Jnews-ი ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგს გაიანე ისპირიანს ესაუბრა.

როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ყოველი მეორე გრიპის მსგავსი დაავადება გრიპის ვირუსს უკავშირდება.

„ვირუსები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, მაგრამ ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან. ვირუსები ძირითადად სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს აწუხებთ“, – ამბობს გაიანე ისპირიანი.

ექიმის თქმით, ისინი ამჟამად დატვირთულ პირობებში მუშაობენ, რადგან სეზონური ვირუსებით ბევრი პაციენტი ჰყავთ. წინა წლებთან შედარებით, წელს სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გაიანე ისპირიანი მოსახლეობას გრიპისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წითელას ვირუსი ზამთრის ბოლოს იწყება და გაზაფხულის დასაწყისამდე გრძელდება. ამჟამად დაავადების დარეგისტრირებული შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. ჩვენთან ამ ვირუსის აფეთქება იყო. ის ასე სწრაფად ვერ გაქრება, ახლა პიკს ველოდებით, წითელას თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. არიან ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციისთვის მოდიან, მაგრამ მაჩვენებლები დაბალია“, – დაამატა ეპიდემიოლოგმა გაიანე ისპირიანმა.

გევორგ ჯანოიან