
ახალქალაქისა და სოფლების მცხოვრებლები ხშირად იძულებულნი არიან სამედიცინო მომსახურებისთვის სხვა ქალაქებში წავიდნენ, რადგან ადგილობრივ საავადმყოფოში ბევრი სპეციალისტი არ არის. ახალქალაქის ჰოსპიტალში საქართველოს სხვა ქალაქებიდან მუდმივ რეჟიმში მომუშავე ახალი სპეციალისტების მოზიდვა დაიწყეს, სამუშაო დღეებში ჰოსპიტალში მუშაობას იწყებს მოწვეული ნევროლოგი, ასევე ჰოსპიტალის შტატი შეივსო ახალი ქირურგით.
ახალი სპეციალისტების მოზიდვა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სამედიცინო მომსახურების სფეროში პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ხშირად არის სპეციალისტების უკმარისობა. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, სამედიცინო პერსონალს კიდევ ორი საჭირო სპეციალისტი დაემატა.
„ყველას სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ სერიოზული ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი. ექიმი-ნევროლოგების საჭიროება გვქონდა, რადგან ჩვენი ყოფილი ნევროლოგი გარდაიცვალა. ხოლო ახლა თბილისიდან კვალიფიცირებული ნევროლოგი გვეყოლება. შევუთანხმდით მას, რომ ახალქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს. მუდამ ადგილზე იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც დღეღამურ ამბულატორიულ მომსახურებას, ასევე ავადმყოფების სტაციონარულ მკურნალობას და სხვ. ეს საკმაოდ სერიოზული და მოთხოვნადი მომსახურებაა. ის კვალიფიცირებული სპეციალისტია, რომელიც ფლობს, როგორც რუსულ, ასევე ქართულ ენებს, პაციენტსა და ექიმს შორის ენობრივი ბარიერი არ იარსებებს”, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
ნევროლოგები არიან ექიმები, რომლებიც ატარებენ დიაგნოზს, პროფილაქტიკას და მკურნალობენ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, აგრეთვე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს. მაგალითად: ნევრალგია, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები, ენცეფალიტი, ნევრიტი, ინსულტი, დისცირკულატორული ენცეფალოპათია და თავის ტვინის სხვადასხვა სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ეპილეფსიის შეტევები. ამ დაავადებების უმეტესობას თან ახლავს ქცევისა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები.
ახალქალაქის საავადმყოფოში ახალი ქირურგიც მუშაობს.
„ჩვენ ქირურგების საჭიროება გვქონდა. ასევე მოვიწვიეთ თბილისიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც მუშაობდა უკრაინაში, რუსეთში და ახლა გადმოვიდა საქართველოში, თბილისში. ორი თვეა ჩვენთან მუშაობს. დღეს საბოლოო მოლაპარაკება გვაქვს, რომ ჩვენთან იმუშავებს, შაბათ-კვირის გარდა. როგორც კონსულტანტი ამბულატორიულ სერვისებში, ჩვენს ექიმებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს სტაციონარულ ოპერაციებში. მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ ხალხი საქმის კურსში იყოს, და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის საავადმყოფო სხვა სპეციალისტების მოზიდვაზე მუშაობს, მათ შორის ნეფროლოგები, უროლოგები…