
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თოთხამის მოსახლეობა უჩივის, რომ სოფელში სასმელი წყლის უკმარისობაა, ისინი ახალი წყალმომარაგების ხაზის გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ხაზის აშენებას ექვსი წლის წინ დაჰპირდა, მაგრამ ჯერ არ აშენებულა.
სოფლები – კორხი და თოთხამი, აბლარის წყალსაცავიდან სასმელ წყალს ერთი და იმავე წყალსადენით იღებენ, მაგრამ რადგან სოფელი კორხი თოთხამთან შედარებით დაბლა მდებარეობს, წყალი სოფელ კორხში მიედინება, ხოლო სასმელი წყალი თოთხამელებამდე სამ დღეში ერთხელ აღწევს, ისიც მხოლოდ ტუმბოს საშუალებით. თოთხამელების თქმით, სოფელ კორხში მათთან შედარებით ბევრი წყალია, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებსაც სასმელი წყალი არ აქვთ.
მოსახლეობა 5-6 წელია, “აბლარის” წყალსაცავიდან მათთვის ახალი წყალგაყვანილობის აეშენებისთვის იბრძვის.
„ჩემი სახლი მეორე ხაზზეა და წყალი არ მაქვს, ტუმბოთი ვქაჩავთ, მაგრამ წყალი ყოველთვის არ არის. ორი სოფლისთვის ერთი ხაზით მოედინება, ჩვენ გვინდა, რომ ხაზები გაიყოს. ასე თუ იქნება, მაშინ წყალი ჩვენც გვექნება”,- ამბობს არტაკ ხორშიკიანი.
სოფელ თოთხამში 35 ოჯახი ცხოვრობს.
აკოპიან არკადი ჩივის, რომ სოფელში ახალი ხაზის აშენებას უკვე ექვსი წელია პირდებიან და ამას არ აკეთებენ.
“ზამთარში ცოტა, მაგრამ წყალი მოედინება, ზაფხულში წყალი საერთოდ არ გვაქვს, არც ტუმბოს საშუალებით. ყველას სახლში ტუმბო აქვს. ჩემი სახლი ცენტრალური მილიდან 20 მ სიშორეზე მდებარეობს, და ტუმბოს გარეშე წყალი არ მოედინება, არის სახლები, სადაც წყალი ონკანამდე ვერ აღწევს. თვეში 100 ლარს ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდი. ეს იმის გამო, რომ წყალს ტუმბოთი ვქაჩავთ, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ხოლო ტუმბო მაღალი სიმძლავრის უნდა იყოს, რამდენიმე ტუმბო გამიფუჭდა, წელიწადში 5 ტუმბო. იძულებული ვიყავი მაღალი სიმძლავრის მეყიდა”,- ჩივის აკოპიან არკადი.
ხუთი წლის წინ არჩევნებამდე დაპირდნენ და არ შეასრულეს, ამბობს ედგარ ხორშიკიანი.
“აბლარიდან” ახალ ხაზს ვაშენებთ. როგორ ვიცხოვროთ წყლის გარეშე, დაგვპირდნენ და არ გააკეთეს. უკვე სამი წელია მილსადენისთვის მილებს ვყიდულობთ. ხაზით წყალი კორხში მიედინება, იქ იყენებენ და ჩვენამდე ვერ აღწევს. კასრებში ვაგროვებთ, ხოლო იქ წყალი ობდება”,- ამბობს ედგარ ხორშიკიანი.
ედგარ ხორშიკიანის თქმით, სამი წელია მილებს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხით ყიდულობენ და კიდევ 10 წელიც რომ იყიდონ, ეს საკმარისი არ იქნება. წელსაც წყლის მილების “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხით ყიდვა გადაწყვიტეს.
სოფელ კორხის მოსახლეობა ამბობს, რომ “აბლარის” წყალსაცავიდან ახალი ხაზის გაყვანაა საჭირო, სოფლის ყველაზე მაღალ წერტილში აუზი უნდა აშენდეს და იქიდან სახლებში გადანაწილდეს. აუცილებელია 80-90 ტონა ტევადობის აუზის აშენება, რომ წყალი იქ შეგროვდეს და იქიდან გადანაწილდეს.
ახალი წყალმომარაგების ხაზების საერთო სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არამ მოვსისიანის თქმით, მუნიციპალიტეტს ასეთი გეგმა აქვს, თუმცა პროექტი ჯერ არ არის.
„ასეთი გეგმები გვაქვს, გაზაფხული მოვა, ვნახოთ“, – თქვა არა მოვსესიანმა.