
2024 წლის იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურადან ფილოსიან ჰარუთიუნი ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. მეწარმე იმედოვნებს, რომ თავის საწარმოს და გაყიდვების ბაზარს იმდენად გააფართოვებს, რომ ეს წარმოება მისი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო გახდება.
სოფელ ჩამდურაში ხორცის ნახევარფაბრიკატის წარმოების მცირე საოჯახო საწარმო ხინკალს, პელმენს, კიევურ კატლეტს და კუპატს აწარმოებს.
მეკარტოფილეობის პრობლემებით დაღლილმა ფილოსიან ჰარუთიუნმა გადაწყვიტა ალტერნატივა ეპოვა. ოჯახის ორი ვაჟიდან უმცროსი ოცნებობს მზარეული გახდეს, ეს ოცნება ახალი ბიზნესის სტიმული გახდა. ჰარუთიუნ ფილოსიანმა მეუღლესთან ელენა ავაგიანთან ერთად გახსნეს საწარმო და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებენ. საწარმოში ორი ადამიანი მუშაობს.
ოჯახმა ამ ბიზნესში 30 000 ლარის ინვესტიცია ჩადო, რომელიც ჯერ არ გამოუმუშავებია.
„იდეა ჩემს უმცროსს შვილს მოუვიდა, ვიფიქრეთ ჩვენ დავიწყოთ და მან განაგრძოს. ჩვენი საქონელი ცოტა ძვირია, რადგან ახალი საქონლის ხორცით ვამზადებთ. მაღაზიებში ვაბარებთ. ჩვენი პროდუქცია ძვირი ღირს, ამიტომ ნაკლებად იყიდება, დოკუმენტში საქონლისა და ღორის ხორცი ჩავწერე, როგორ დავამატო იაფფასიანი ქათმის ხორცი, მე არც მინდა ამის გაკეთება. ჩვენი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო ჯერჯერობით კარტოფილია“,- ამბობს ჰარუთიუნ ფილოსიანი.
ფილოსიანების ნახევარფაბრიკატები იყიდება ახალქალაქის ზოგიერთ მაღაზიაში, სოფელ ვაჩიანის, დილისკასა და ჩამდურას მაღაზიებში, ასევე ნინოწმინდის ზოგიერთ მაღაზიაში.
ჰარუთიუნ ფილოსიანი ამბობს, რომ მათი პროდუქტი ყველაზე მეტად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პიკზე იყიდება: გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
1 კგ ხინკალი და პელმენი 9 ლარი ღირს, კიევური კოტლეტი 1 კგ 11 ლარი, კუპატი – 25 ლარი.
„1 კგ ხინკალი 7 ლარი გვიჯდება, ამასთანავე ჩვენ მომუშავეები არ გვყავს. რეალიზაციის პრობლემა არსებობს, ბაზრების მოძიებაა საჭირო. შემოთავაზებით ახალციხეშიც, ნინოწმინდის ყველა სოფელში ვიყავი. ნინოწმინდის სოფლებში უარს ამბობდნენ აღებაზე, იძახდნენ, რომ ძვირი ღირს, მაგრამ ჩემს საქონელს კარგი ხარისხი აქვს“,- ამბობს ჰარუთიუნ ფილოსიანი.
ფილოსიან ჰარუთიუნი აღნიშნავს, რომ შემოსავალი არის, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა წარმოების განვითარებას აფერხებს.
ისინი წარმოების გაფართოებაზე ოცნებობენ, რომ მეკარტოფილეობას დაანებონ თავი, თუმცა გაყიდვების ბაზარს ვერ აფართოებენ.
„ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის მთავარია გაყიდვების ბაზარი. სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ჩვენს რაიონში მაღალი ხარისხის ძვირადღირებული პროდუქტი არ იყიდება კარგად, განსაკუთრებით თუ იაფი ვარიანტი არსებობს“,- ამბობს ჰარითიუნ ფილოსიანი.
ფილოსიანები საწარმოს ასორტიმენტის გაფართოებაზეც ფიქრობენ, თუმცა დოკუმენტების მომზადება მათთვის საკმაოდ რთულია.
„ყველა ასორტიმენტისთვის ცალკე დოკუმენტი მოვამზადე. ჩემნაირი დამწყებისთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა არ ფლობ ქართულ ენას. იყო დოკუმენტების მომზადება HACCP-ის სტანდარტების მიხედვით, ძალიან შრომატევადი პროცესია. HACCP სტანდარტებით დოკუმენტების მომზადება ძალიან შრომატევადი პროცესია. არ მინდა, ძალიან მიძნელდება ისევ თბილისში ამ კაბინეტების გავლა“,- ამბობს ჰარუთიუნი.
სოფელ ჩამდურაში ნახევარფაბრიკატების წარმოების საწარმო, მეპატრონეების თქმით, ორჯერ დაათვალიერეს თბილისელმა სპეციალისტებმა, ხოლო 3-ჯერ კი სურსათის სააგენტომ ახალციხიდან.
ფილოსიანების ოჯახი იმედოვნებს, რომ მათი მცირე ბიზნესი განვითარდება და ისინი მიზანს მიაღწევენ.