ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია დაიწყო. ასბესტის მილებს პოლიეთილენით ჩაანაცვლებენ. ამ სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 048 ლარია გამოყოფილი.

სოფელ კარტიკამის ნაწილს, რომელიც შედარებით მაღლა მდებარეობს, სასმელი წყლის პრობლემა მუდამ ჰქონდა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ძველი ხაზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა სოფელს, იმის გამო, რომ მილები ასბესტისაა, ხაზზე ბზარები გაჩნდა, იპარებოდა წყალი, შესაბამისად, წყლის წნევა ეცემოდა. საბოლოოდ წყალი მოსახლეობას ხშირად არ ჰყოფნიდა.

სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენლის შალო ელიზბარიანის თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორი კვრისი წინ დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. მისი მტკიცებით, პროექტი ჯერ კიდევ 2019 წელს შეადგინეს, წელს უკვე მილების შეცვლის სამუშაოები დაიწყეს.

1

აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 048 ლარი გამოყეს. საბოლოო ჯამში 2კმ 200 მეტროს ხაზი გარემონტდება, რომელიც სოფლის აღნიშნულ ნაწილს სასმელი წყლით მოამარაგებს.