ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთსა და გოგაშენში “ახალქალაქში ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნის” პროექტს ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფინანსური მხარდაჭერისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) სპეციალურად შეარჩია ქალაქიდან დაშორებული სოფლები- გოგაშენი და ხავეთი. პროექტი მომზადებულია “ჭკვიანი სოფლების” ინიციატივის ფარგლებში. ამ სოფლების სკოლებში შეიქმნება ინოვაციური სასწავლო ცენტრები. ცენტრში იქნება ერთი ოთახი, სადაც მოთავსდება კომპიუტერები, ტელევიზორი და სხვადასხვა აღჭურვილობა სახელმწიფო და უცხო ენების შესწავლისათვის, ასევე ტექ-ინვენტარი ტრენინგებისათვის. ამ ცენტრებში ისწავლიან, როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე სოფლის ახალგაზრდები და ქალბატონები.
“ახალქალაქში ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ციფრული ცენტრების შექმნის” პროექტი უკვე დაიწყო, მოწყობილობების მომზადების და შეძენის პროცესი მიმდინარეობს.