ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მედდებს ახალი სამედიცინო აღჭურვილობა ექნებათ. სამედიცინო მოწყობილობების შეძენის ტენდერი მერიის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახალ სამედიცინო მოწყობილობასა და ატრიბუტს სულ 44 ექთანი მიიღებს. სამედიცინო დანიშნულების ნივთები COVID-19-ით გამოწვეული სოციალური სირთულეების გადალახვისათვის არის გათველისწინებული.
სამედიცინო მოწყობილობის შეძენის ტენდერი 167 160 ლარით 30 ოქტომბერს გამოცხადდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 16 ნოემბრამდეა.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, გათვალისწინებულია შემდეგი ნივთების შეძენა: დისტანციური თერმომეტრი დიდებისა და პატარებისათვის, გლუკომეტრი, ნებულაიზერი და ინგალატორი ბავშვებისა და უფროსებისთვის, სადეზინფექციო ხსნარი, კისრის სტაბილიზატორი დიდებისა და ბავშვებისათის. ერთჯერადი ხელთათმანები, პირბადეები, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავების ნაკრები და სხვა ბევრი ნივთი და მოწყობილობა.