
საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდების თეორიულ ნაწილში კითხვების რაოდენობა შემცირდა. 1083 კითხვის ნაცვლად ახლა 921 კითხვაა. ამის შესახებ AliqMedia იუწყება.
შსს-ს მომსახურების სააგენტოდან AliqMedia-ს აცნობეს, რომ თეორიულ გამოცდაზე გამსვლელ პირებს ამჟამად მხოლოდ 921 ოდენობის კითხვით შეუძლიათ მომზადება. ასევე აღნიშნეს, რომ ცვლილებები ჯერ კიდევ გრძელდება.
ბოლო დროს ინტერნეტის სხვადასხვა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კითხვების რაოდენობაში შეიმჩნევა ცვლილებები, 162 კითხვა მოიხსნა. მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე 921 კითხვაა წარმოდგენილი.
მომსახურების სააგენტოში არ აკონკრეტებენ, რომელი თემატიკიდან წაიშალა.
თუმცა, “MS Drive”-ის ავტოსკოლამ დაადგინა და წარმოადგინა ეს წაშლილი 162 შეკითხვა, რომელსაც შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ.
ასევე აღვნიშნავთ, რომ თეორიული გამოცდის დროს მძღოლის კანდიდატებმა 30 წუთში 30 კითხვიდან 27 ან მეტ კითხვას უნდა უპასუხონ სწორად.
2022 წლის აპრილში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მართვის მოწმობის ამღებმა პირმა თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის დახურულ ტერიტორიაზე ჩაბარების გარდა, პრაქტიკული გამოცდა რეალურ სატრანსპორტო პირობებში (ქუჩაში) უნდა ჩააბარონ.
უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ AliqMedia-ს ვებგვერდზე.