ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ჯავახეთის ძველი მრავალფეროვნობის აღდგენით, 18 სახის ექსკლუზიურ ყველს ამზადებენ.

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მთავარი ლოცვაა. აქ დღე უფლის დიდებით იწყება და მთავრდება. თუმცა ყველის “ქმნილება” აქ ბოლო ადგილს არ იკავებს. დიახ, ზუსტად ქმნილება, რადგან აქ ყველს, როგორც ჩვეულებრივ რძის პროდუქტს კი არა, არამედ როგორც რაღაცა განსაკუთრებულს ეპყრობიან.

დედები ყველის თავისებურ ნაირსახეობას ჯავახეთის ბუნების ნატურალური პროდუქტებით ამზადებენ და მზადების რეცეპტებს და ტექნოლოგიას აქ არც თუ ისე ადვილად აზიარებენ.

მონასტრის ბრენდული ყველის ნაირსახეობანი არიან «წითელი აბული», «თეთრი აბული», «ფოკა», «მუნსა», «ფოლე» წაბლის ფოთლებში, ობიანი ყველი და სხვა. ყველი «ფოკა» სტაფილოს წვენისგან მზადდება, «წითელ აბულს» ამზადებენ პაპრიკით, ხოლო «თეთრ აბულს» ქუნჯუთით. «წითელ აბულს» კვირაში ორჯერ წითელი ღვინით ბანენ, ხოლო «თეთრ აბულს» ბანენ თეთრი ღვინით. ყველ «ფოკას» კი კარაქში ბანენ.

sir2

«ჩვენი ყველა რეცეპტი და ყველი პიკანტური და ძალიან გემრიელია. ყოველდღიურად 50ლ რძეს ვამუშავებთ, ყველს მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურის ქვეშ ვინახავთ. ჩვენი რძე ალპურია და ყველიც ალპური მცენარეებისგან მზადდება. არის ყველი, რომელსაც 14 ან 11 თვის განმავლობაში ვამზადებთ, არის 2 წლიანი ყველიც»,- ამბობს დედა რაქელი.

ყველი მაცივარში +6 გრადუსის ტემპერატურაზე ინახება. ყველის მომზადების მთლიანი პროცესი ხელით მიმდინარეობს.

sir3

ცისფერ ობიან ყველს თავისებური გემო და სუნი აქვს. ჯავახეთში ობიან ყველს ძველი დროიდან, სარდაფებში ამზადებდნენ. მონასტერში ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით ჯავახური ტრადიციები აღადგინეს.

სოფელ ფოკაში დედათა მონასტერი 1992 წელს დაარსდა. დედა შუშანიკის თქმით, 1988 წელს პატრიარქმა ილია II-მ აქ სახლი იყიდა და დედათა მონასტრის აშენებას ჩაუყარა საფუძველი.

დედა შუშანიკი და დედა რაქელი მონასტერში მისი დაარსების დღიდანვე ცხოვრობენ და მუშაობენ. «ილია II-ს მიერ სახლის შეძენის შემდეგ აქ ვცხოვრობთ, პატრიარქი ასევე სოფელ ფოკის მაცხოვრებლად ითვლება. როდესაც მონასტერი დაარსდა, ჩვენ ვიფიქრეთ, თუ რით დავკავებულ ვიყავით პარალელურად. დავაკვირდით, თუ რას აკეთებდა ადგილობრივი მოსახლეობა, აქ აკეთებენ «კანაჩ ლორ» ყველს და ასე დაიბადა ყველის გაკეთების იდეა. ჩვენი ყველი ძალიან ღირებულია, ჩვენ მუდმივად ცდებს ვატარებთ. ტექნოლოგია საფრანგეთში შევისწავლეთ, ჩამოვედით აქ, ჩვენი რეცეპტები შევიმუშავეთ, სახელწოდებები ისეთი შევარჩიეთ, რომ ჯავახეთის პოპულარიზება მოგვეხდინა»,- ამბობს დედა შუშანიკი.

მონასტერში 10 ძროხაა, თუმცა ყველს ორი მონაზონი ამზადებს, იქ ცხოვრობს და მუშაობს 7 მონაზონი. თავის პროდუქციას მონასტრთან არსებულ მაღაზიაში და თბილისში ყიდიან. დედა შუშანიკის თქმით, მათი ყველის ნაირსახეობა უკვე ცნობილია, მასზე მოთხოვნა დიდია, ხალხი სპეციალურად ყველის საყიდლად ჩამოდის ფოკაში.

დედა შუშანიკი ამბობს, რომ მათთვის მთავარია ლოცვა, ხოლო შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. ყველის გარდა შოკოლადის სხვადასხვა სახეობასაც ამზადებენ, ადგილობრივი ალპური ბალახებისგან ჩაის, თაფლს, ლიქიორებს და მურაბებს ამზადებენ. მონასტერში საიუველირო ნაკეთობებისა და აბრეშუმის ყელსახვევებს ამზადებენ.

sir5