ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში სასმელი წყლის უკმარისობა გამოწვეული იყო ცენტრალური ხაზის წყალსადენი მილის გაუმართაობით. ეს მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა.
რადიო “ნორი” გადმოცემით, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, წყალსადენი მილი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მთაზე მილი გახეთქილია.
ადგილზე გაირკვა, რომ წყალსადენი ხაზი დაზიანებულია და წარმოქმნილია ყინულის კედელი, რომლის სისქე დაახლოვებით 20 მეტრს აღწევს.
სოფელი გორელოვკის დეპუტატის და მერის წარმომადგენლის ასკანაზ მარკოსიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ აუზის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მილის ერთი ნაწილი ნაგვით იყო გავსებული. ის დაასუფთავეს, მაგრამ წყალი მაინც ცოტა იყო.
შემდეგ ცენტრალური მილის შემოწმება გადაწყვიტეს. შემოწმებისას ყინულის აისბერგი აღმოაჩინეს. ცენტრალური წყალსადენი მილი დაზიანებულია და წყლის დიდი რაოდენობა საჭირო მიმართულებით არ მიედინება.
დეპუტატის თქმით, ეს სიტუაციის გამწვავების მიზნით, განგებ იყო გაკეთებული. მილი ვიღაცის მიერ გაბურღილი იყო. ნოემბრის თვეში ყველა მილი შემოწმდა, არავითარი დაზიანება და გაჟონვა არ შეინიშნა. სოფელში წყალი არ იყო, ვინაიდან მილი შეგნებულად დააზიანეს.
სოფელი გორელოვკის მერის წარმომადგენელმა ლევონ არაქელიანმა დაამატა, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრა, სოფელი მთლიანად უზრუნველყოფილია წყლით და ამჟამად სასმელი წყალი ყველა სახლში მიედინება.