Worldometers -ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მთელს მსოფლიოში 8 მილიონს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 4,2 მლნ ადამიანი.
მათვე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში მთელს მსოფლიოში 439 051 ადამიანი დაიღუპა.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც Covid -19-ით ინფიცირების 2 182 950 შემთხვევაა დადასტურებული, 118 283 დაიღუპა.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ოფიციალური მონაცემებით 891 556 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 44 118 დაიღუპა.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების 537 210 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 091 ადამიანი.
პირველ ათეულშია ასევე ინდოეთი (343 026), დიდი ბრიტანეთი (296 857), ესპანეთი (291 189), იტალია (237 290), პერუ (232 992), ირანი (189 876) და გერმანია (188 044).