2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ჯამში 7 072 220 ვიზიტი შედგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი მოგზაური – რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.
უფრო კონკრეტულად, ვიზიტორების ხუთეული ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
სხვა მხრივ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ჯამში 3 312 874 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში, რაც წინა წელთან შედარებით, 0.1%-ანი კლებაა, აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ევროპიდან – 1653029, რაც 2.2%-ანი ზრდაა, წინა წელთან შედარებით, დასავლეთ ევროპიდან ჯამში 152900 ვიზიტორი (წინა წელთან შედარებით, 18,3%-ანი ზრდა) და.ა.შ.