2025 წლის 1 იანვრიდან 14 იანვრამდე ახალქალაქში 3 მცხოვრებს მაწანწალა ძაღლები დაესხნენ თავს. ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებზე კბენით ცხოველის თავდასხმის 127 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთხელ ვირთხა და კატა დაესხნენ თავს, დარჩენილი თავდასხმები და ნაკბენები დაფიქსირდა მაწანწალა ძაღლებისგან. 2023 წელს ცხოველთა 148 თავდასხმა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მაწანწალა ძაღლების გადაზიდვისა და სტერილიზაციისათვის წელს 26 000 ლარი გამოყო, ამ მიზნით ბიუჯეტიდან გასულ და იმის წინა წელს ამდენივე იყო გამოყოფილი.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეიძლება ადამიანების მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად – დაჭერა, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და მათ ბინადრობის ადგილას დაბრუნება. ყოველწლიურად მუნიციპალური ხელისუფლება ამ სერვისებისთვის ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 25-26 000 000 ლარს გამოყოფს, თუმცა სიტუაცია არ უმჯობესდება.

რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას განიხილავდა, როგორც სიტუაციიდან გამოსავალს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. მშიერი, დასახიჩრებული ძაღლები დადიან ხროვებდ არა მარტო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და სასოწარკვეთილებისგან თავს ესხმიან ხალხს.

ახალი წელი ვირთხის ნაკბენით დაიწყო