ახალქალაქში ავტომობილის მართვის სწავლის საშუალება არ არის. ახალციხეში ბევრი მიდის სპეცმოედანზე საგამოცდო მანევრების შესასწავლად, შემდეგ კი რეალურ პირობებში ქალაქში, თუმცა ასეთი ფინანსური და დროული ხარჯები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს.
მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან მართვის მოწმობის აღების წესი მთელი საქართველოს მასშტაბით შეიცვალა, თეორიულ ტესტს და სპეციალურ მოედანზე პრაქტიკულ გამოცდას დაემატა ქალაქში, რეალურ პირობებში ტარების გამოცდა.
ახალქალაქში მიღებულია, რომ ბიჭებს ბავშვობიდან ასწავლონ ავტომობილის მართვა, მამრობითი სქესის მოსახლეობის უმრავლესობა ლიცენზიას სრულწლოვანების მიღწევისთანავე იღებს. ბოლო დროს კი, ხშირად გოგონებს შეხვდებით საჭესთან. თუ ბიჭების შემთხვევაში მშობლები მზად არიან დაარღვიონ კანონი და ქალაქში გადაადგილების უფლებას აძლევენ, რაც აადვილებს მართვის მოწმობის აღებას, გოგოების შემთხვევაში ასე არ არის. გოგონებს მანქანის ტარება შეუძლიათ თუ მოწმობა აქვთ. მიზეზი ახალქალაქში ავტოსკოლის არარსებობაა. საქართველოში ყველა ავტოსკოლა არის კერძო „შპს“, ამიტომ ავტოსკოლის გახსნის მსურველი შეიძლება, არც იყოს. ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო ითხოვს 3 გამოცდის ჩაბარებას, მაგრამ არ გამოყოფს ადგილს, სადაც პრაქტიკაში ავტომობილის მართვას ისწავლი.
„ოჯახის მამები ჩვეულებრივ საზღვარგარეთ მუშაობენ, ვერავინ გვასწავლის. ამიტომ, კარგი იქნება, ადგილზე სწავლის და გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა თუ იქნება. მანქანას არავინ მოგცემს, რომ ტარება ისწავლო. ქმარი მყავს რუსეთში, უნდა დაველოდო ჩემი შვილის გაზრდას, რომ ატაროს მანქანა. ათასი საქმეა, მანქანის გარეშე ძნელია ყველაფერი“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები ჩ.კ.
ახალქალაქში სხვადასხვა ასაკის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ თუ არის კეთილმოწყობილი ავტოსკოლა, სადაც ნამდვილად ისწავლი ქალაქში ტარებას, ბევრს მოუნდება ადგილზე სწავლა, არ იქნება იძულებული სხვაგან წავიდეს ან «იყიდოს“ მართვის მოწმობა სხვა ქვეყნებში.
“მექანიკაზე ცოტა ვიცი ტარება, თუ სადმე იქნება სასწავლებელი ადგილი, მაშინ სიამოვნებით ავიღებ მართვის მოწმობას. ძალიან მომწონს, როცა გოგოები, ქალები ატარებენ. ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია. ადრე, მძღოლ-ქალებს ცალი თვალით უყურებდნენ, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, სოფლებშიც გოგოებმა ისწავლეს ავტომობილის მართვა. რძლები ატარებენ“, – ამბობს ლიანა ელიზბარიანი.
ავტოსკოლის დირექტორ მაქსიმ გილოიანის თქმით, ახალქალაქში მართვის გაკვეთილებზე მოთხოვნა გაცილებით მეტია ქალებში, რადგან მამაკაცები დამოუკიდებლად სწავლობენ. თუმცა რამდენიმე თვეა ავტოდრომი არ ფუნქციონირებს, რადგან ე.წ. «დოსაფს», როგორც ავტოსკოლას ადრე ეძახდნენ, არ აქვს ტერიტორია, სადაც მართვის სწავლა შეიძლება.
„ჩვენი ავტოდრომი ავტოსკოლის შენობის უკან იყო, მაგრამ ეს მონაკვეთი პოლიციამ დაკეტა, ავტოდრომი პრაქტიკულად არ გვაქვს. ადგილი ვიპოვეთ და იჯარის ხელშეკრულება გავაფორმეთ, ეს არის ქონება, რადგან სახელმწიფო ტერიტორიების იმედი აღარ გვაქვს. დოკუმენტაცია მზად არის, ყველაფრის ჩვენებას ვაპირებთ სერვის სააგენტოსთვის, რომელიც ჩვენთან მოდის პარასკევს და გავგზავნით დეპარტამენტში, რომ პრაქტიკული მეცადინეობის საშუალება გვქონდეს, რადგან მანქანები გვყავს, 2-3 კომპიუტერი და ინტერნეტი გვაქვს“, – ამბობს ის.
თუმცა ახალქალაქში ავტოდრომით აღჭურვილი ავტოსკოლა რომც იყოს, რჩება კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. რეგიონში ქალაქში საგანმანათლებლო მართვა მხოლოდ ახალციხეშია დაშვებული. სამი მუნიციპალიტეტის (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა) მაცხოვრებლებს გამოცდის მესამე ნაწილის – რეალურ პირობებში ტარებაზე გადასასვლელად ახალციხეში უწევთ გამგზავრება, რაც დამატებით ხარჯებს გულისხმობს.
„ქალაქში მართვის სწავლება არ არის დაშვებული, არც ახალქალაქში, არც ნინოწმინდაში, არც ასპინძაში. გამოცდები რომ შეცვალეს, დავინტერესდი, როგორ ჩააბარებდნენ ახალქალაქში ამ გამოცდას, მითხრეს, რომ „თქვენს ქაალაქში ამის შესაძლებლობა არ არის». გადაწყვიტეს ახალციხეში და გორში გაკეთება. ბევრი, ვინც ჩვენ ვიცით, კარგად ტარება იციან, მაგრამ ამ გამოცდაზე იჭრებიან, რა არის მიზეზი გაუგებარია, იქნებ რაღაც ახალია, ქალაქში ტარება“, – ამბობს მაქსიმ გილოიანი.
თუმცა, ყველა არ არის მზად, დახარჯოს ბევრი ფული და დრო სხვა ქალაქში მგზავრობისთვის, რათა აიღოს მართვის მოწმობა, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში – რამდენჯერმე ჩავიდეს.
„გასაგებია, რომ მართვის მოწმობა უნდა აიღო. კარგი, ადგილზე ტესტის ჩაბარება შეგიძლია, პრაქტიკული ბაწილისაც, მაგრამ რატომ უნდა ჩახვიდე ახალციხეში ქალაქში მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად? რატომ არ გვაქვს ჯავახეთში, ქალაქში მანქანის სწავლისა და ტარების შესაძლებლობა?“, – ამბობს ახალქალაქელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან Jnews-ს აცნობეს, რომ ამ გამოცდის ჩაბარება მხოლოდ იმ ქალაქებშია შესაძლებელი, სადაც სააგენტოს სერვისცენტრებია. ახალქალაქში არ არის ხელმისაწვდომი და მხოლოდ კვირაში ერთხელ, პარასკევს, ახალციხიდან ჩამოდიან სააგენტოს თანამშრომლები, ამ დღეს ახალქალაქის საგამოცდო ადგილზე რიგები იკრიბება.
„ამჟამად არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ახალქალაქში სერვისცენტრი იხსნება. ჩვენი წარმომადგენლები მხოლოდ პარასკევს არიან. ავტოსკოლები კერძოა, სახელმწიფო არ არის, თუ კერძო ავტოსკოლა საპატრულო პოლიციას შეუთამხდება, ექნებათ სწავლის საშუალება“, – გვიპასუხეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
იმაზე, თუ რა გეგმები აქვს შსს-ს სამსახურის სააგენტოს ახალქალაქთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის Jnews-მა სააგენტოს მიმართა, პასუხს მომდევნო სტატიაში გამოვაქვეყნებთ.