სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქალაქ ბორჯომში საქართველოს მოკრივის ნაკრების პირველი საწვრთნელი შეკრება 15 იანვარს დაიწყება. ვარჯიშზე ასევე მიწვეულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 მოკრივე, რომლებიც საქართველოს ნაკრების წევრები არიან.
ქვეყნის ცენტრიდან შედარებითი დაშორების მიუხედავად, ჯავახეთი აქტიურად ვითარდება სპორტის ზოგიერთ სახეობაში და ყურადღებას იპყრობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბრძოლო ხელოვნებას, სადაც აქტიურად ვითარდება დისციპლინები, როგორიცაა კრივი, ჭიდაობა, კიკბოქსი, არმრესტლინგი და ტრადიციული ძალოვანი თამაშები, რომელიც დაკავშირებულია მთლიანად რეგიონის მდიდარ კულტურასთან. ყოველწლიურად ეს სპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და ადგილობრივი სპორტსმენების წარმატებები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადასტურებს რეგიონში ფიზიკური ვარჯიშისა და სპორტულობის მაღალ დონეს.
დღეს კრივი რჩება არა მხოლოდ პოპულარულ საყურებელ სპორტად, არამედ მრავალი სპორტსმენის პროფესიულ საქმიანობად. ძირითადი საერთაშორისო ჩემპიონატები, როგორიცაა WBC (საერთაშორისო კრივის ორგანიზაცია), WBA (საეღაშორისო კრივის ასოციაცია), IBF (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) აგრძელებს მილიონობით მაყურებლის მოზიდვას. ბოლო რამდენიმე წელია, ახალქალაქელმა სპორტსმენებმა სპორტის ამ სახეობაზე სიარული დაიწყეს და საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს აღწევენ.
„მოზარდებს შორის გვყავს 5 სპორტსმენი, ესენი არიან გორ აივაზიანი – ის უკვე მოზარდთა შორისაა, არტიუშ გომციანი, არშაკ ელიზბარიანი, სამველ ღაზარიანი და არტიომ იორდანიანი. ისინი პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ, მაგრამ ნაკრების დროს შესაძლოა შეიცვალოს ადგილების ნომრები. შეჯიბრების კალენდარი ჯერ არ გამოგზავნილა 2025 წლისთვის, ეს კალენდარი გამოგზავნილია კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ“ – ამბობს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ტრენერი და დირექტორი ატომ ელიზბარიანი.
ზოგადად, რეგიონს აქვს სპორტული დისციპლინების ზრდის პოტენციალი, ხოლო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და მონაწილეობა დიდ ტურნირებში ახალგაზრდებისა და რეგიონის მცხოვრებლების სპორტისადმი ინტერესის გაზრდას უწყობს ხელს.