დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ფაბრიკა“ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდება. კომპანიის განცხადებით, ეზოს ყველა ობიექტი ხვალ 3 საათით დაიკეტება.
„ხვალ, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება. ფაბრიკას რეზიდენტები ვუერთდებით გამაფრთხილებელ გაფიცვას.
ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებსა და ცვლილებებს.
„ფაბრიკა“ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას უერთდება. კომპანიის განცხადებით, ეზოს ყველა ობიექტი ხვალ 3 საათით დაიკეტება.
„ხვალ, 15:00-დან 18:00-მდე, ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება. ფაბრიკას რეზიდენტები ვუერთდებით გამაფრთხილებელ გაფიცვას.
ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებსა და ცვლილებებს.
მადლობა მხარდაჭერისთვის!“, – აღნიშნულია „ფაბრიკას“ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, „ფაბრიკას“ სივრცეზე განთავსებულია შემდეგი ობიექტები: „საამური“, Popolo, CMR, PIPES burger joint at Fabrika, Tone, Vodkast Records, Magnolia Film Lab, Margo Skate Shop, Impact Hub Tbilisi, „წიბახა“, Creative Education Studio, „კერამიკ სტუდიო 1300“, Fabrika Hostel, Jpg, Moulin Electrique, Graffiti Dealers, „მფრინავი მღებავი“, MUA – Architecture & Placemaking და Shio Ramen.