სიახლე
საქართველოავტომობილების იმპორტ-ექსპორტი: საიდან შემოდის და სად გადის მანქანები
20.12.2024
ნახვები: 55 |
ავტორი:
Jenya Mkrtchyan
ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 185 834 ერთეული (3.082 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, რაც თითქმის 8%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 11 თვეში ქვეყანაში 201 471 მსუბუქი (3.084 მლრდ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა.
რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), წელს საანგარიშო პერიოდში 97 831 ერთეული (2.218 მლრდ აშშ დოლარის გავიდა) ავტომობილი გავიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში – 98 209 ერთეული (1.946 მლრდ აშშ დოლარის.
ამავე მონაცემების მიხედვით, ავტომობილების იმპორტში მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ აშშ-ია, რომელსაც იაპონია და გერმანია მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ავტომობილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- აშშ – 134 275 ერთეული (1.675 მლრდ აშშ დოლარი)
- იაპონია – 27 009 ერთეული (456.833 მლნ აშშ დოლარი)
- გერმანია – 9035 ერთეული (558.741 მლნ აშშ დოლარი)
- კორეა, რესპუბლიკა – 3218 ერთეული (42.580 მლნ აშშ დოლარი)
- ჩინეთი – 2 668 ერთეული (35.838 მლნ აშშ დოლარი)
- კანადა – 1880 ერთეული (38.013 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 1201 ერთეული (55.394 მლნ აშშ დოლარი)
- პოლონეთი – 811 ერთეული (9.279 მლნ აშშ დოლარი)
- ბელგია – 725 ერთეული (30.177 მლნ აშშ დოლარი)
- ჩეხეთი – 606 ერთეული (16.252 მლნ აშშ დოლარი)
ამავე მონაცემების მიხედვთ, საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი ტრადიციუულად ყაზახეთსა და ყირგიზეთში გავიდა.
უფრო კონკრეტულად, ექსპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთია (წელს 11 თვის მდგომარეობით):
- ყაზახეთი – 45 753 ერთეული (693.794 მლნ აშშ დოლარი)
- ყირგიზეთი – 31 092 ერთეული (1.076 მლრდ აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 12 011 ერთეული (272.068 მლნ აშშ დოლარი)
- სომხეთი – 4 823 ერთეული (94.377 მლნ აშშ დოლარი)
- ტაჯიკეთი – 1 360 ერთეული (22.035 მლნ აშშ დოლარი)
- უკრაინა – 1163 ერთეული (9.051 მლნ აშშ დოლარი)
- მოლდოვა – 288 ერთეული (3.767 მლნ აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 276 ერთეული (11.457 მლნ აშშ დოლარი)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 267 ერთეული (8.066 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 171 ერთეული (5.610 მლნ აშშ დოლარი)