საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.
საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და „იუესეიდის“ მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.
ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.