მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო 2 საფეხურით წინ არის.
2020 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო რეიტნგში 27-ე ადგილზე იყო, 2019 წლის მონაცემებით კი – 22-ზე.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 33-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი – 112-ეზე, თურქეთი – 101-ეზე, რუსეთი – 104-ეზე.
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ბოლო ადგილზე კი ვენესუელაა.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია 5 პარამეტრი: „მთავრობის ზომა“, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ვალუტის სიმყარე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.