ბოლო ერთი დღის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4,472 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემთხვევათა საერთო რაოდენობაა 127 942.
დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსისგან კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით დიაგნოზირებული სიკვდილიანობის საერთო რაოდენობაა 1,195.
სულ 106,328 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქედან 4,058 – გასული დღის განმავლობაში.

ამჟამად ქვეყანაში 20,393 აქტიური COVID-19 შემთხვევაა. აქედან, 6,286 პაციენტი (30% -ზე მეტი) მკურნალობს საავადმყოფოებში, 10,263 (დაახლოებით 50%) – სახლში, და 3,844 – კოვიდსასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში  942 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქცის აპარატზე  421 ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო სივრცეებში 2,076 მოქალაქეა მოთავსებული, 56,041 – თვითიზოლაციაში.