ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური ახალი წელთან დაკავშირებით გაჭირველ ოჯახებსა და მცხოვრებლებს ფულად დახმარებას გამოუყოფს. ამჟამად სოციალური სამსახურის არსებული მონაცემების საფუძველზე აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების სია დგინდება, ხოლო ბენეფიციარებისა და დახმარების რაოდენობა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური კონკრეტული სოციალური სტატუსის მქონე მცხოვრებლებს ფულად დახმარებას გამოუყოფს.

„საახალწლო საჩუქარს“  შემდეგი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მიიღებენ:

  • 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები
  • 18 წლამდე ორმხრივი ობლები
  • ცალმხრივი ობლები
  • ლტოლვილები
  • 100 წელზე უფროსი ადამიანები
  • მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახები

„ამ საჩუქარს მათი განცხადების გარეშე გამოვყოფთ, ჩვენს სიებში ისინი არიან, ადამიანების სიას ვაგროვებთ, ანალიზს ვუკეთებთ და გამოვყოფთ. ჯერჯერობით განიხილება ვის და რამდენი უნდა გამოეყოს“,- თქვა მერიის ადმინისტრაციასთან არსებული ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების განყოფილების უფროსმა ანაიდა იორდანიანმა.

გასულ წელს მერიისგან საახალწლო საჩუქარი 350 ბენეფიციარმა მიიღო.