ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო განრიგში წლეულს ცვლილებები შევიდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ახალქალაქში საკრებულოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის ნაცვლად, სამი დაინიშნა, ერთი მთავარი მოადგილეა, დანარჩენები უბრალოდ მოადგილეები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წელს პირველ სხდომაზე ერთის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია. მთავარი თავმჯდომარე, როგორც წინა მოწვევისას, გაიოზ ლომსაძე გახდა, დარჩენილი ორი თავჯდომარე კი, ედუარდ აღასარიანი და ჰამლეტ მოვსისიანი გახდა.
„ადრე, თუკი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ჰყავდა, ახლა კანონში ცვლილებების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში, განურჩევლად მოსახლეობის რაოდენობისა, სამი მოადგილის ყოლაა დასაშვები. მათი ფუნქცია არ არის თავმჯდომარის შეცვლა, ისინი აიღებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, ხოლო თავმჯდომარე იზრუნებს კომისიებში მუშაობაზე“, – განმარტავს ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი.
საკრებულოს თავმჯდომარის ახალი მოადგილეების ხელფასი 1350 ლარია. მთავარი მოადგილე 1920 ლარს იღებს. ეს 2021 წლის დეკემბრის ხელფასია. მომავალ 2022 წელს ეს თანხა 10%-ით უნდა გაიზარდოს, რადგან მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეებს ხელფასების ზრდა იგეგმება.