ბიტკოინის ფასმა დღეს 100,000 დოლარს პირველად გადააჭარბა. თბილისის დროით 10:06 საათისთვის ბიტკოინი 4,61%-ით გაიზარდა და 102,393 დოლარი გახდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მიზეზად სახელდება ინვესტორების ფსონები, რომ გლობალურ ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტები მყარ ადგილს დაიკავებენ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია სექტორისთვის მეგობრული იქნება და.
CoinGecko-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი ღირებულება ერთ წელიწადში, თითქმის, გაორმაგდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 3,8 ტრლნ დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის: არჩევნებში ტრამპის მოგებიდან ოთხი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 50%-ზე მეტად გაიზარდა.