ღამით ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით სტაბილური, თუმცა დაძაბული იყო. ამის შესახებ ყარაბაღის თავდაცვის არმია იტყობინება. აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ნაწილში შეჯახება და საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა.

“გამთენიისას მოწინააღმდეგემ კვლავ დაარღვია ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქალაქ მარტაკერტის და მიმდებარე სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს.

ამჟამად ლოკალური დანიშნულების ბრძოლები ფრონტის ხაზის ჩრდილოეთ და სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს. არმიის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სამხრეთ ნაწილში მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას თავდაცვის არმიის ნაწილები აკონტროლებენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

არცახის თავდაცვის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფებმა დაახლოებით 8:30 საათზე სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდეს”, – საკუთარ Facebook გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა გვაცნობა.

საერთაშორისო ორგანიზაციები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მოკლევადიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, ანნა ნაგდალიანმა.

კალიფორნიიდან კონგრესმენი გრეის ნაპოლიტანო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში “არცახის დამოუკიდებლობის აღიარებასთან” დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა.

“გზა პირდაპირ – ეს არის გზა თავისუფლებისკენ, ამიტომ შეერთებულ შტატებს არცახის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარებისკენ მოვუწოდებ”, – დაწერა ნაპოლიტანომ და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პროსომხურად განწყობილი კონგრესმენი დოკუმენტში აღნიშნავს:
“არცახი – ეს ძალიან ამერიკული ისტორიაა: თავისუფალი ხალხის გამარჯვება უცხოურ ხელისუფლებაზე. ამ მთიანი რესპუბლიკის მოქალაქეები ხორცს ასხამენ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერი სიტყვებს”.

დემოკრატი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ცნობილია და დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ ყარაბაღი სომხეთის ნაწილი იყო ათასწლეულების განმავლობაში, “ახლა კი ეს მყარ უფლებრივ საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა”.

“მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი და თურქეთი, მათი მოკავშირეები ისლამური სახელმწიფოებიდან ისვრიან ბომბებს და არცახის სამოქალაქო მოსახლეობას რაკეტებს უშენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ ისტორიისა და უზენაესი კანონის პატივისცემა.

თავისუფლება ერთადერთი პასუხია, რაც არცახის გადასარჩენად დარჩა: კანონიერი და ისტორიულად გამყარებული ნაწილი – აი რა არის ამის წამალი. უკან დასახევი გზა არ არის. არცახი აზერბაიჯანს არ უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა გრეის ნაპოლიტანომ.

20 ოქტომბერს, საფრანგეთის მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზინდენტ ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც დეტალურად იყო განხილული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება, – იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

აღინიშნა, რომ საჭიროა მხარეებმა დაიცვან 10 და 17 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეჩერების შეთანხმება.

ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საბრძოლო ქმედებების სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები უახლოს მომავალში უნდა განახლდეს.

20 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილხამ ალიევმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ სამხედრო ქმედებები მანამდე გაგრძელდება, სანამ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.

მისივე თქმით, ჯერ არ არის დაგვიანებული, რომ სომხეთმა ძალების გაყვანის შესახებ განაცხადოს, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა შეჩერდეს.