ფრონტის სხვადასხვა ნაწილებში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც არ წყდება არც დღისით, არც ღამით,- პრეს-კონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.
“შუშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვით ქალაქის მიდამოებში, გზების მიმართულებით მტერმა მოახლოება მოახერხა, და ბრძოლა არ ჩერდება. გუშინ ჩვენ შევძელით შუშის დაცვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე შუშის დაპყრობის გეგმას აგრძელებს. ამჟამად ჩვენი არმია შეუპოვრად ეწინააღმდეგება მათ, აყენებს მნიშვნელოვან დანაკარგს არტელერიას, უკანა ფლანგებსა და კომუნიკაციებს, მაგრამ ბრძოლა შეუპოვარი და უწყვეტია, მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შუშიმ გაუძლოს”,- თქვა ჰოვანისიანმა და აღნიშნა, რომ ბრძოლა ასევე ქარინ ტაკში და სხვა ნაწილებში მიმდინარეობს.
“ამ წუთებში ჩვენი ჯარი შუშისათვის იბრძვის, და ჩვენი ყველას ვალია – ვენდოთ და გვწამდეს ჩვენი არმიის, რათა შუშიმ გაუძლოს”,- დაასკვნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მთიანი ყარაბაღის ლიდერმა არაიკ ჰარუთუნიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სტეფანაკერტში, აღორძინების მოედანზე იმყოფება. პოსტში მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის დამცველები ბრძოლას განაგრძობენ.
“აღორძინების მოედანზე მე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმმძიმეს განთიადს შევხვდი… ჩვენი სამშობლოს დამცველებთან ერთად ბოლომდე ვიდგებით. ბრძოლა არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილამდე გრძელდება”,- დაწერა არუთუნიანმა.