მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 326 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 266 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 54.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 66 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 37.1 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მოჰყვებიან.