ახალგაზრდა პიანისტი ახალქალაქელი არსენ კარაპეტიანი საკუთარ უნარების განვითარებას აგრძელებს. ამჟამად თბილისში სწავლობს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში, სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს.
პიანისტის ბოლო მიღწევებს შორისაა კლასიკური მუსიკის „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ ფესტივალში მონაწილეობა, რომელიც 20-24 ნოემბერს ბათუმში გაიმართა. ფესტივალზე არსენი ი.ს. ბახის (რენორ №1) სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა.
მიმდინარე წლის მარტში მან „მომავლის ვარსკვლავები“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-2 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც ბათუმში ზემოხსენებულ ფესტივალზე მიიწვიეს.
არსენის ახლობლები მადლობას უხდიან ახალქალაქის მერიას, რომელმაც ფესტივალში მონაწილეობის ხარჯების ნაწილი გადაიხადა.
ახლა არსენი თბილისის ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, კონსერვატორიის პროფესორ ნინო ქათამაძესთან სწავლობს. წლის განმავლობაში არსენი სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მშობლიურ ქალაქ ახალქალაქს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ უკვე არსენ კარაპეტიანმა და ანაჰიტ სტელმაშოვამ, ახალქალაქის მუსიკალურ სკოლაში მასწავლებელ სვეტლანა კაროიანთან სწავლის შემდეგ, სწავლა თბილისში ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში განაგრძეს და საერთაშორისო აღიარება მიიღეს.