თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი. მოქალაქეები “ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

საპროტესტო აქციები თბილისის სხვადასხბა ადგილას მიმდინარეობს – პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან.

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალოვანებმა აქციის დაშლა 21.00 საათზე დაიწყეს – გამოიყენეს წყლის ჭავლი, არიან დაშავებულები.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. სპეცრაზმი აქციის დაშლას ცდილობს ბათუმშიც, სადაც აქცია სასამართლოს შენობასთან იმართება.

მეტის წაკითხვა წყაროზე – netgazeti.ge