
30 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა დაარბია და სრულად დაშალა თბილისში, რუსთაველზე გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქცია, ამაზე წერს netgazeti.ge.
მომიტინგეთა მცირე ჯგუფს სპეცრაზმი დილის 06.30 საათზე გაუსწორდა – სცემეს და დააკავეს აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობა ამ დროისთავის უცნობია.
სპეცრაზმელები შეიჭრნენ რუსთაველის თეატრშიც, სადაც აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობას ჰქონდა შეფარებული თავი.
მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
მეტის წაკითხვა წყაროზე – netgazeti