დღეიდან, 1 ივლისიდან, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ და 250 ლარს შეადგენს.საქართველოს მთავრობის მონაცემების თანახმად ასეთი 410 ათასზე მეტი მოქალაქეა.
ამასთანავე, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები, რომლებიც მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ, პენსიას 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის“ თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.
ხელისუფლების განმარტებით, 2021 წლის 1 იანვრიდან პენსიის ინდექსაციის წესის შემოტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც ყველა პენსიონერის პენსია, მინიმუმ, ინფლიაციის დონეზე გაიზრდება, ანუ ფასების ზრდა რეალური პენსიის მაშტაბზე აღარ იმოქმედებს.
70 წელს ზემოდ გადაცილებულ პენსიონერებისათვის, ინფლიაციას რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი დაემატება, რაც ნიშნავს იმას, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა ინფლიაციაზე მეღალი იქნება. ინფლიაციის პარამეტრებისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საპენსიო ზრდა 20 ლარს არ აღემატება, ხოლო 70 წელს ზემოდ პენსიონერებს 25 ლარი ემატებათ.