საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 837-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 697 ადამიანი შეადგინა.

კარანტინის რეჟიმში 3 213 მოქალაქე რჩება, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ კი 303 პირი იმყოფება.

ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 13 პაციენტი დაიღუპა. საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.