საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 650 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 847 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 643, „პისიარ“ ტესტით –9 204.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 გამოჯანმრთელდა, 9 788 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 950 693 აცრა, დღიურად აცრილია – 1 877.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 166 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 022 პირი.

ამასთან, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.