საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება.

ახალ პარტიას „საქართველოსთვის“ ერქმევა.

პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.