დღეიდან, დამცავი ნიღბის დახურულ და ღია ადგილებში ტარება სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნიღაბი არის ერთადერთი გზა, რათა მოქალაქეები დაიცვან ინფექციებისგან.

”ეს არის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზა. ყველამ ნიღბები უნდა გავატაროთ. ეს არის დაცვის საუკეთესო საშუალება, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმა ნიღაბი ღია სივრცეში არ გამოსაყენებლად.

დღეიდან მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ნიღაბი ღია და დახურულ ადგილებში, 20 ლარით დაჯარიმდებიან.