სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 545–მდე გაიზრდა. დღეს, ოთხ ნოემბერს გამოვლენილი ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი ახალციხეშია.

29 შემთხვევიდან 16 ახალციხეში დაფიქსირდა,  ადიგენში– 1, ასპინძაში –3, ბორჯომში –7, ნინოწმინდაში კი – 2.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, რეგიონში კარანტინში იმყოფება 330 პირი. აქედან: ახალციხეში – 29, ბაკურიანში – 301.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 924 პირი. აქედან: ახალციხეში – 410; ახალქალაქში – 150; ასპინძაში – 55; ბორჯომში – 83; ნინოწმინდაში – 96; ადიგენში -130;

545 ინიფიცრებულიდან გამოჯანმრთელდა  58 პირი, გარდაცვლილია – 8.

დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული 12 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე