აქტიური მოზარდის, მანუკ აღაბაბიანის ცხოვრება, რომელიც სპორტით იყო დაკავებული, 3 წლის წინ უეცრად შეიცვალა. ახლა ის რთულად გადაადგილდება, ხოლო იმისათვის, რომ ფეხზე დადგეს მას ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
მანუკ აღაბაბიანი დოკუმენტებით ხელში ძნელად მოვიდა Jnews-ის ოფისში. ის საზღვარგარეთ მისი მკურნალობისთვის თანხის შეგროვებას სთხოვს. 3 წლის წინ მანუკი ახალციხეში მივიდა, რათა გაერკვია რის გამო აქვს გამონაყარი, იქ ალერგიის მკურნალობა ჩაუტარეს. ამის შემდეგ მისი ფეხები გაითიშა, მუდმივი მაღალი ტემპერატურა, მუდმივი თავის ტკივილები გაუჩნდა, რის შემდეგაც სიელმე დაეწყო. სომხეთისა და საქართველოს საავადმყოფოებში მრავალრიცხოვანი ანალიზებისა და დიაგნოზების შემდეგ მას დიაგნოზი დაუდგინდა — ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი (ტუბერკულოზური მენინგიტი — მენინგების ანთება, რომელიც მათში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიებით არის შეღწეული). ექიმები, რომლებთანაც მკურნალობას გადიოდა, მანუკის მშობლებს საზღვარგარეთ წაყვანა ურჩიეს, თურქეთში ან გერმანიაში, სადაც მას ფეხზე დადგომაში დაეხმარებიან (დახმარების გარეშე ის რთულად გადაადგილდება).
თუკი ადრე მშობლები როგორმე ახერხებდნენ კვლევის ხარჯების დაძლევას, ახლა კი იმისათვის, რომ საკუთარი შვილი საზღვარგარეთ წაიყვანონ საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. ამიტომ თავად მანუკი და მისი ახლობლები დახმარებას ითხოვენ, რომ გამოჯანმრთელდეს.
დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მანუკის დედის, სირანუი აღაბაბიანის, ანგარიშზე შეუძლიათ.
თიბისი ბანკის ანგარიში ( GE83TB7099145064300090 სირანუი აღაბაბიანი)