ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხები გაკეთდება. სამუშაოებზე ტენდერი არ შედგა, მაგრამ კვლავ გამოცხადდება.

როგორც Jnews-თან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა თქვა, არხი ქალაქის ზედა ნაწილში, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან მდებარეობს.

„ეს არის „ლუკოილის“ მოპირდაპირედ, გაიწმინდება არსებული ჭუჭყიანი არხი და ბეტონით. ცენტრალური ქუჩიდან შიგნით შევა“,- თქვა მან

ჩვენ დავინტერესდით, იგეგმება თუ არა სანიაღვრე არხის გაყვანა აღმაშენებლი-სარგსიანის ქუჩების კვეთაზე, სადაც ასევე ყოველთვის გროვდება წყალი, რაზეც მოვსისიანმა გვიპასუხა:

„იქ წყალი გროვდება, ამ ტერიტორიაზე ასფალტის სამუშაოები შეჩერდა, რომ ასფალტი მოეხსნათ და ხელახლა დაეგოთ. დარჩა ერთი ცალი, ის უნდა მოასფალტდეს. ამის შემდეგ წყალი არ დაგროვდება“.

drenaj

აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის ტენდერი 26`462 ლარის ოდენობით 1 ნოემბერს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო. მონაწილეთა არარსებობის გამო ვერ შედგა. მისი თქმით, ვერშემდგარი ტენდერი კვლავ გამოცხადდება.

ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია არსებული სანიაღვრე მილისა და არხის გაწმენდა მიწიდან, ქუჩის ორივე მხარეს ბეტონის ფილების დემონტაჟი, 530 მმ-იანი სანიაღვრე არხის მოწყობა, ლითონის ბადე და ა.შ.